ჭიჭინაძე ბესარიონ ალექსის ძე (1887)
- დაბადების თარიღი: 1887 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ინჟინერი; მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის ჰიდროენერგოპროექტის ტრესტის მმართველი, მოსკოვის კუიბიშევის სახ. საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის პროფესორი, ლენინგრადის ჰიდროენერგეტიკული სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ნამდვილი წევრი
- საცხოვრებელი ადგილი: რსფსრ, მოსკოვი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი
- დაპატიმრების თარიღი: 1937წლის 11 მაისს ჭიჭინაძე დააპატიმრა სსრკ შინსახკომის თანამშრომელმა ვასილიევმა.
- ბრალად ედება: რომ იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი საქართველოში მოქმედი ანტისაბჭოთა ტერორისტული დივერსიული ჯაშუშური მეამბოხე ორგანიზაციებისა, რომლებიც გაერთიანდნენ ე.წ. „ქართულ ეროვნულ ცენტრში“ და ამოცანად დაისახეს საბჭოთა ხელისუფლების დამხობა. 1921 წლიდან დაპატიმრებამდე ჭიჭინაძე იყო გერმანიის, იაპონიის და სხვა უცხო ქვეყნების დაზვერვების აგენტი, და მსხვილი ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ აგროვებდა და გადასცემდა სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვებს მონაცემებს, რომლებიც შეადგენდა სსრკ სახელმწიფო საიდუმლოებას. ბრალი აღიარა.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
- მუხლი: 58-1-ა, 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან