ხარაზოვი ალექსანდრე გიორგის ძე (1900)
- დაბადების თარიღი: 1900 წ.
- დაბადების ადგილი: შვეიცარია, ქ. ციურიხი,
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: სომეხი
- განათლება: არასრული უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: `ამერკომი~-ს ყოფილი მუშაკი, დაპატიმრების მომენტამდე - `იუგოსტორგის~ ბუხჰალტერი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1926 წლიდან იყო ამერიკის დაზვერვის აგენტი, ხოლო 1927 წლიდან კი - ინგლისის დაზვერვის აგენტი. აღნიშნულ დაზვერვებს გადმოსცემდა ჯაშუშურ მონაცემებს სამეურნეო-პოლიტიკური საკითხების შესახებ, ატარებდა კონტრრევოლუციურ მავნებლურ საქმიანობას. სახელმწიფო პოლიტსამმართველოში თანამშრომლობისას ეწეოდა თვალთმაქცურ საქმიანობას. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია შელკოვნიკოვის მიერ მიცემული ჩვენებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: კრისტაფოვიჩი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ა
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან