ხარებოვი ილია ბადილის ძე (1904)
- დაბადების თარიღი: 1904 წ.
- დაბადების ადგილი: ზნაურის (ყორნისი) რ-ნი, სოფ. ისაკაუ, საქართველო
- ეროვნება: ოსი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - სტალინირის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე
- პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი; პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო სამხრეთ ოსეთის მემარჯვენე არალეგალური კ/რ ორგანიზაციის წევრი. ამ კ/რ ორგანიზაციაში 1936 წ. გადაიბირა სამხრეთ ოსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ივანე ჯიჯოევმა, რომლის დავალებითაც დაკავშირებული იყო კ/რ ორგანიზაციის აქტიურ წევრ გიორგი გაგლოევთან და ეწეოდა მავნებლობას სოფლის მეურნეობის სფეროში და მშენებლობებზე. შესაბამისი თანხმობის გარეშე ინახავდა ორ რევოლვერსა და შაშხანას. წაყენებულ ბრალდებებში თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: გაგუა, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან