ხასიევი სამსონ ალექსის ძე (1903)
- დაბადების თარიღი: 1903 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, სამხრეთ ოსეთი, ყორნისი, სოფ. ტერეგვანი
- ეროვნება: ოსი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თბილისის ტრამვაის პარტორგი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1929 წლიდან 1937 წლამდე; გარიცხეს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1936 წ. გრიგორი ოგანეზოვმა გადაიბირა კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციაში. მისი დავალებით მავნებლობდა ტრამვაიში. ოგანეზოვის ხელმძღვანელობით შედიოდა ტერორისტულ დაჯგუფებაში. მავნებლური საქმიანობით აგრეთვე კავშირი ჰქონდა ტრამვაის ყოფილ დირექტორ რაზმაძესთან. თავი დამნაშავედ არ აღიარა. მხილებულია გ. ოგანეზოვის, ვ. რაზმაძის და გ. მირზოევის მიერ მიცემული ჩვენებების საფუძველზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: მამულია, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-7, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან