ხაჩატუროვი გიორგი ალექსანდრეს ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- ოჯახური მდგომარეობა: უცოლშვილო
- სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მე-14 ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის მეთაური; წოდება - მაიორი
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1927-1937 წწ; პარტიის რიგებიდან გაირიცხა კ/რ საქმიანობის გამო.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიისა და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. 2. 1936 წლიდან იყო წევრი კ/რ სამხედრო ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია. 3. ბატალიონის საყარაულო სამსახურისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას, რაც მიმართული იყო წითელი არმიის შესუსტებისაკენ. 4. სამხედრო მოსამსახურეებში ეწეოდა კ/რ აგიტაციას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: აკოფოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-10, 58-11, 58-1-ბ.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან