ხვარცკია მაქსიმე ჟაგოს ძე (1904)
- დაბადების თარიღი: 1904 წ.
- სახელის ვერსიები: ხვარცკია მაქსიმე ჟაბოს ძე
- დაბადების ადგილი: გუდაუთის რაიონი, სოფ. ზვანდრიფში, საქართველო, აფხაზეთი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ
- დაპატიმრების თარიღი: 11/24/1937 წ.
- ბრალად ედება: კ/რ ტერორისტული ორგანიზაციის წევრის, უკვე დაპატიმრებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ჟუჟუნავას ჩვენებიდან ცნობილი გახდა, რომ მაქსიმე ხვარცკია იყო კ/რ ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, ამ ორგანიზაციაში გადაიბირა თავად ჟუჟუნავამ. ხვარცკია შემჩნეული იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში. ჟუჟუნავას 1937 წლის 25 ნოემბრის ჩვენებიდან ნათელია, რომ ხვარცკია იყო მონაწილე იმ ტერაქტისა, რომელიც მზადდებოდა პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელების წინააღმდეგ. კ/რ შეთქმულებითი ორგანიზაციის წევრის, აფხაზეთის მუშათა და გლეხთა მილიციის სამმართველოს ყოფილ უფროს, დაპატიმრებულ იასონ ზარდანიას 1937 წლის 6 და 24 დეკემბრის დაკითხვებზე მიცემული ჩვენების თანახმად, ხვარცკია იყო კ/რ მეამბოხე ორგანიზაციის წევრი და ისინი ერთმანეთთან კ/რ საქმიანობის მიზნით დააკავშირა, აწ უკვე დახვრეტილმა ხალხის მტერმა ვასილ ლაკობამ. ზარდანიამ დაამტკიცა, რომ ხვარცკიასთვის ცნობილი იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული შეთქმულების მომზადების შესახებ, რაზედაც თავად ხვარცკიამ მისცა თანხმობა და პირობა, რომ მიიღებდა აქტიურ მონაწილეობას საბჭოთა მთავრობის დამხობაში. დაკითხულმა ხვარცკიამ აღიარა, რომ მართლაც იყო ამ კ/რ შეთქმულებითი ორგანიზაციის წევრი და რომ ამ ორგანიზაციაში გადაიბირა არა 1935 წ. ვ. ლაკობამ, არამედ 1937 წ. იასონ ზარდანიამ, რომელიც მას ეუბნებოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მომზადების შესახებ და რომ ხვარცკია დათანხმდა მონაწილეობა მიეღო, როგორც აჯანყების მომზადებაში, ისე თავად აჯანყებაში. თავი დამნაშავედ ცნო მხოლოდ 1937 წლიდან კ/რ ორგანიზაციის წევრობაში, უარყო მისი გადაბირება ჟუჟუნავასა და ლაკობას მიერ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: მარტიროსოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-10
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
რეაბილიტაცია: აფხაზეთის ასსრ უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 31/12-1955