ხომასურიძე ალექსეი ივანეს ძე (1904)
- დაბადების თარიღი: 1904 წ.
- დაბადების ადგილი: სომხეთი, გიუმრი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - სატყეო მეურნეობის კავშირის კადრების სექტორის გამგე, წარსულში ქიმკომბინატის დირექტორი, ადრე - საქართველოს ალკკ ცკ-ს მდივანი
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი; გარიცხეს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო მონაწილე კონტრრევოლუციური მემარჯვენე-ტროცკისტული ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური, ჯაშუშური ორგანიზაციისა. ეწეოდა აქტიურ გადაბირებას კონტრევოლუციურ საქმიანობაში. კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში გადაიბირა სამი ადამიანი. ბრალდებულმა თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია ნ.მ. ბარნაბიშვილის, ი.ნ. მაისურაძის და გ. დოლიძის ჩვენებების საფუძველზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კოვალჩუკი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან