ხრისტიჩი ანდრეი ფეოდორის ძე (1897)
- დაბადების თარიღი: 1897 წ.
- დაბადების ადგილი: უკრაინა, დონეცკი, სოფ. ზუევკა
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: უკრაინელი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: "ტყიბულტრესტის" ახალი მაღაროების მშენებლობის მექანიკოსი
- ბრალად ედება: რომ გადაბირებული იყო გერმანიის მზვერავ ტრანსფელდის მიერ, ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოებზე დივერსიულ-მავნებბლური საქმიანობის განსახორციელებლად. 1936 წ. ხრისტიჩი დაუკავშირდა კ/რ ორგანიზაციის წევრ ს. ნ. ხვედელიძეს, რომლის დავალებითაც ეწეოდა დივერსიულ მავნებლურ საქმიანობას ტყიბულის ქვანახშირის საბადოებზე. 1937 წელს ხრისტიჩი ამზადებდა დივერსიულ აქტს ახალი მაღაროების მშენებლობაზე, რომელსაც უნდა გამოეწვია ავარია დიდი მსხვერპლით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კოზაჩენკო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-9, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან