ხუნდაძე გიორგი სილოვანის ძე (1888)

  • დაბადების თარიღი: 1888 წ.
  • დაბადების ადგილი: ქუთაისი, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: უმაღლესი; დაამთავრა პოლიტენიკური ინსტიტუტი გერმანიაში, ქალაქ გეტენში
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 1926-1935 წლებში მუშაობდა რიონისა და ხრამის სადგურების მშენებლობაზე. დაპატიმრების მომენტისათვის - დაუდგენელი საქმიანობის.
  • პარტიულობა: წარსულში - მენშევიკთა პარტიის წევრი 1917 წლიდან,

  • ბრალად ედება: რომ, იყო კონტრევოლუციური, მემარჯვენე-ტროცკისტული ტერორისტული და დივერსიული ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომლის დავალებითაც რიონისა და ხრამის სადგურზე ეწეოდა დივერსიულ-მავნებლურ, ჯაშუშურ საქმიანობას უცხოური დაზვერვის სასარგებლოდ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კოზაჩენკო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ა, 58-7, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

1918 წლიდან ხელმძღვანელობდა მენშევიკური მთავრობის სახელმწიფო რეზიდენციას ბორჯომში, 1921 წლიდან 1923 წლამდე მსახურობდა მარგანეცის მრეწველთა საბჭოს შეკრებაში, 1923-1926 წლებში მსახურობდა ინგლისურ ფირმა "დიუპრეში".