ხუნტუა ლავრენტი ძვანძვანის ძე (1907)

  • დაბადების თარიღი: 1907 წ.
  • დაბადების ადგილი: ჩხოროწყუს რაიონი, სოფ. ჯუმითი, საქართველო
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით აგრონომი; ხონის რაიონის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი.
  • პარტიულობა: ალკკ წევრი 1924 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს; როგორც ფარული ტროცკისტი.

  • ბრალად ედება: რომ 1927-30 წლებში იყო სტუდენტი და შედიოდა კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში, რომლის საქმიანობაშიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას, ავრცელებდა კ/რ ფურცლებს. 1936 წლიდან იყო წულუკიძის რაიონის ჩაის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი, დაპატიმრების დღემდე ეწეოდა კ/რ ტროცკისტულ, მავნებლურ-დივერსიულ საქმიანობას (მშენებლობის ჩაშლა და ნარგავების გახმობა) და დასცინოდა სტახანოველებს.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: ბაბალოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან