ხუროძე პოლიკარპე ანტონის ძე (1895)
- დაბადების თარიღი: 1895 წ.
- სახელის ვერსიები: ხუროძე ნიკოლოზ ანტონის ძე
- დაბადების ადგილი: ხონის (წულუკიძე) რ-ნი, სოფ. მათხოჯი, საქართველო.
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ქუთაისის რაიონის სამხედრო კომისარი; წოდება - ბატალიონის კომისარი.
- პარტიულობა: წარსულში - ნაციონალ-უკლონისტი; სკკპ(ბ) წევრი 1916 წლიდან, პარტიიდან გარიცხეს მოცემული საქმის გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო ლიკვიდირებული სამხედრო კ/რ ტროცკისტულ ნაციონალისტურ ტერორისტულ ორგანიზაციის აქტიური წევრი. ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას, კ/რ ორგანიზაციაში იბირებდა ახალ წევრებს, ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას იმისათვის, რომ დაესუსტებინა მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერე. თავი არ ცნო დამნაშავედ. მხილებულია რამდენიმე მოწმის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-6, 58-8, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მეფის არმიის ყოფილი ოფიცერი