ხუჭუა ბაგრატ ბესარიონის ძე (1889)

  • დაბადების თარიღი: 1889 წ.
  • დაბადების ადგილი: სამტრედიის რაიონი, სოფ. მელაური, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სასადილოს გამგე
  • საცხოვრებელი ადგილი: სამტრედიის რაიონი, მელაურის მონაკვეთი, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; 1936 წელს გარიცხულ იქნა საკავშირო კპ(ბ)-ს რიგებიდან ტროცკისტობის გამო.

  • დაპატიმრების თარიღი: 07/14/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ კავშირი ჰქონდა კ/რევოლუციონერ, ყოფილ აქტიურ ტროცკისტ ილარიონ სტურუასთან. იყო კ/რ ტროცკისტული, მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნესტორ გეგია. მტრულად განწყობილმა ხუჭუამ 1935 წელს გადაწვა გლეხის სახლი ქ. სამტრედიაში, ეწეოდა ა/ს და კ/რ აგიტაციას პარტიისა და მთავრობის ღონისძიებათა კრიტიკით, ეწეოდა მავნებლობას.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ნადარაია, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ნათესავებს აცნობეს, რომ გარდაიცვალა 06/11-1942 წელს ფილტვების ანთებით. სიკვდილი რეგისტრირებულია სამტრედიის რაიონის მმაჩის ბიუროში. რეაბილიტაცია: საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს 31/12-1958 წლის N 1629 განჩინებით საქმე შეწყვეტილია ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო.