ჯალაღანია იონა სილვესტერის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: აბაშის რაიონი, სოფ. კადარი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში პოლიტსაქმიანობაზეა 1922 წლიდან; დაპატიმრებამდე - საქართველოს 47-ე საარტილერიო პოლკის კომისარი, წოდება - პოლკის კომისარი
- პარტიულობა: სკპ(ბ) წევრი 1921 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ 1928 წლიდან დაპატიმრებამდე იყო წევრი არალეგალური სამხედრო კონტრრევოლუციურ-მემარჯვენე, ტროცკისტული, ჯაშუშურ-მავნებლური და ტერორისტული ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას, საქართველოს გამოყოფას სსრკ-დან, საქართველოს ე.წ. „დამოუკიდებელი“ „ბურჟუაზიულ-დემოკრატიული“ სახელმწიფოს შექმნას ერთ-ერთი ფაშისტური სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ. როგორც წევრი ამ კონტრრევოლუციური ორგანიზაციისა, საქართველოს მუშათა და გლეხთა წითელი არმიის რიგებში ეწეოდა მავნებლობას, კერძოდ პარტიულ-პოლიტიკურ საქმიანობასა და სამხედრო მომზადების სფეროში. მიზნად ისახავდა, შეესუსტებინა მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერე და იბირებდა ახალ წევრებს ზემოთ აღნიშნულ კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-11 58-8. 58-1-ბ.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან