ჯანდიერი ალექსანდრე(საშა) გიორგის ძე
- დაბადების თარიღი: ივლისი 1894 წ.
- სახელის ვერსიები: ჯანდიერი ალექსანდრე(საშა) გიორგის ძე
- დაბადების ადგილი: თელავის მაზრა ახმეტა
- სქესი: კაცი
- ასაკი: 30
- ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- განათლება: სახალხო სკოლის 4 კლასი
- საცხოვრებელი ადგილი: სოფელი ახმეტა
- პარტიულობა: უპარტიო
- დახვრეტის თარიღი: 1924 წ.
- დაპატიმრების თარიღი: 28 თებერვალი 1924 წ.
- ბრალად ედება: ბანდიტობა
- გამსამართლებელი ორგანო: ჩეკა
- სასჯელის ზომა: უმაღლესი
- დაპატიმრების ადგილი: ახმეტა
- წყაროები: შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი -ფ 6
ჩოლოყაშვილის ბიძაშვილი (დედის მხრიდან) ის დააპატიმრეს ბანდიტობის ბრალდებით (ქაქუცა ჩოლოყაშილის (ჩოლოყაევის) ბანდის ხელშეწყობისათვის ) . დაპატიმრება მოხდა დასმენის საფუძველზე. ჯანდიერის საქმეში ფიგურებენ რომან ყანჩაველი, მეღვინეთუხუცესი ზაქარია, გოგნიაშვილი ილია, ექვთიმიშვილი ივანე, სარქისაშვილი (იგივე ჩლუკიშვილი) ფირუზი, რომლთა დაკითხვის შემდეგ ჯანდიერს დაუმტკიცდა ბრალი. უკანასკნელი 4 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პირველად ჯანდიერი დაიკითხა 7 მარტს თელავის პოლიტ ბიუროშ. იგი აღიარებდა , რომ გადასცემდა წერილებს ქაქუცა ჩოლოყაშილის დავალებით, უარყოფდა ბანდისათვის ტანსაცმელისა და აუცილებელი ნივთების შეძენას. დაასახელა რამდენიმე ადამიანი. 19 მარტს მიუსაჯეს პატიმრობა თელავში და საქმე ძიებას გადასცეს. მას მოუწყვეს დაპირისპირება სარქისაშვილთან , სადაც მან ხელი დაადო ჯანდიერს, როგორც ქაქუცას ბანდის ხელშემწყობს. 22 მარტს ჯანდიერი წერილში წერს, თელავის პოლიტბიუროს , რომ ჩოლოყაევს შეხვდა მელანის ტყეში მხოლოდ ერთხელ და უარყოფს რაიმე სახის დახმარების გაწევას. 31 მარტის დადგენილებაში ნათქვამია, რომ ჯანდიერის ბრალი გაირკვა რომან ყანჩაველის ჩვენებაზე დაწყრნობით. ჯანდიერის ჩვენების შემდეგ დააკავეს ჩლუკიშვილი ( სარქისაშვილი) ფირუზი და ექვთიმიშვილი ივანე (ჯიგუნის ბიჭი) ჩლუკიშვილის ჩვენებით ჯანდიერი ახლო ურთირთობაშ იყო ქაქუცასთან გვერწითელის დაკიტხვით ირკვევა, ჯანდიერის ნათესაური კავშირი ჩოლოყაშილთან. ასევე ის , ხელს ადებს ჯანდიერს ბანდის ტანსაცმლით, თამბაქოთი და ნივთებით მომარაგებაში. ყვება, რომ ჯანდიერმა ქაქუცას იარაღი მაუზერი შეაკეთებინა. რომან ყანჩაველის ჩვენებაში ნათქვამია, რომ ჯანდიერმა აცნობა ქაქუცას ფოსტის გავლის შესახებ , ჯერ შეცდომით, მაგრამ რამდენიმე დღეში მისცა სწორი მინიშნება, რის შემდეგაც რაზმმა გაძარცვა ფოსტა და მოიტაცეს ცხენი, ხურჯინი და 100 მილიონი მანეთი. ექვთიმიშვილთან დაპირისპირების შემდეგ ჯანდიერმა შეცვალა ჩვენება და ექვთიმიშვილი დაადანაშაულა მის ინფორმირებულობაში ქაქუცას ახმეტაში გადმოსვლის შესახებ და ასევე მოყვა, როგორ სვამდა ექვთიმიშვილი ქაქუცას სადღეგრძელოს. დადგენილებაში გამოტანილია დახვრეტის განაჩენი ამის შემდეგ 27 აპრილს იგი გადაიყვანეს თბილისის ჩეკაში.