ჯაოშვილი ანდრო იასონის ძე (1908)
- დაბადების თარიღი: 1908 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, სამტრედია, სოფ. საჯავახო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - გაზეთ ,,საბჭოთა აფხაზეთის" თანამშრომელი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ, სოხუმი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1931 წლიდან; გაირიცხა 1937 წელს, როგორც კონტრრევოლუციონერი.
- ბრალად ედება: რომ 1936 წლის დეკემბრიდან იყო კ/რ ტროცკისტული, ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური წევრი. როგორც კ/რ ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური და სანდო წევრი, შერჩეული იყო საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან ამხ. ლ. ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის მოსაწყობად. იყო ერთ-ერთი წევრი მებრძოლი ტერორისტული ჯგუფისა, რომლის ორგანიზატორიც იყო ხალხის მტერი გ. ვ. სარჩიმელია. მას უნდა განეხორციელებინა ტერაქტი ლ. ბერიას წინააღმდეგ. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია გ. ი. სარჩიმელიას, გ. პ. მაჭარაშვილისა და დ. ი. გურჯიშვილის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
რესპუბლიკის პროპაგანდისტთა სკოლის ყოფილი მსმენელი.