ჯაფარიძე გიორგი ანტონის ძე (1896)

  • დაბადების თარიღი: 1896 წ.
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: აზნაური
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო საქმის მასწავლებელი; წოდება - მაიორი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ სამხედრო ტერორისტული ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას. მონაწილეობდა არტილერიის ოფიცრების კ/რ დაჯგუფებების საქმიანობაში. ეწეოდა კ/რ აგიტაციას.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ცუცქირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-11,

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მეფის არმიის და მენშევიკების არმიის ოფიცერი; 1921 წელს აქტიურად იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ. წითელ არმიაში მსახურობდა საარტილერიო დივიზიონში.