ჯაფარიძე ვლადიმერ ვიქტორის ძე (1904)

  • დაბადების თარიღი: 1904 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ზემო სვანეთის მილიციის რაიგანყ. რწმუნებული
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1931 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს აღნიშნული საქმის გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1936 წლიდან იყო მემარჯვენე კ/რ ტერორისტულ, მავნებლურ- დივერსიულ ორგანიზაციის წევრი. მიიღო შემოთავაზება, განეხორციელებინა ტერორისტული აქტი საქართვლო კპ(ბ) ცკ-ს მდივან ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ ის ჩავიდოდა რაიონში. სამსახურში ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: გოლოვანოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან