ჯიბლაძე სილიბისტრო ბესარიონის ძე

Silibistro Jibladze.jpg
  • დაბადების თარიღი: 1859 წ.
  • სახელის ვერსიები: ჯიბლაძე სილიბისტრო( სილვესტრ, სილვა , სილია) ბესარიონის ძე
  • დაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელი ამაღლება
  • სქესი: კაცი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: სასულიერო პირის ოჯახიდან ( მამა მსახურობდა დიაკვნად)
  • განათლება: ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1878) სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1884 წელს სემინარიიდან გარიცხეს . მეექვსე კურსზე ყოფნისას მას აღმოუჩინეს აკრძალული ლიტერატურა, ამის გამო რექტორმა დეკანოზ ჩუდეცკიმ ის "მგლის ბილეთით"( სხვა სასწავლებელში მიღების აკრძალვით) სემინარიიდან გარიცხა.ამის გამო სილიბისტრო ჯიბლაძემ რექტორი სემინარიის შენობაში თმით ათრია და სცემა.
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 1917 წ. აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომში. 1918-1921 წწ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი
  • საცხოვრებელი ადგილი: თბილისი
  • პარტიულობა: სოციალ-დემოკრატიული (მ) პარტიის წევრი
  • გარდაცვალების თარიღი : 17 თებერვალი 1922 წ.
  • გარდაცვალების ადგილი: კონსპირაციული ბინა
პატიმრობები
  • დაპატიმრების თარიღი: 22.03.191
  • მუხლი: სისხლის სამართლის 318 -ე და 252 -ე მუხლების საფუძველზე
  • სასჯელის ზომა: გადასახლება
  • დაპატიმრების ადგილი: თბილისი
  • გათავისუფლების თარიღი: 1914 წ.

  • აღკვეთის ღონისძიება: პოლიციის ღია მეთვალყურეობის ქვეშ
  • დაპატიმრების თარიღი: 28 აგვისტო 1915 წ.
  • ბრალად ედება: ბრალად ედებოდა საპირველმაისო პროკლამაციების ბეჭდვის ორგანიზება
  • დაპატიმრების ადგილი: თბილისი
  • გათავისუფლების თარიღი: 1915 წ.
  • გათავისუფლების მიზეზი: გაათავისუფლეს ავადმყოფობის გამო

  • აღკვეთის ღონისძიება: მოთავსებულ იქნა მეტეხის N2 "გამოსასწორებელ სახლში"
  • დაპატიმრების თარიღი: 1921 წ.
  • ბრალად ედება: დააპატიმრეს მას მერე რაც 1921 წლის 13 ივლისს ნაძალადევში, პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბში იოსებ სტალინის მოხსენების საპასუხოდ დარბაზში გაიმართა მძაფრი დისკუსია და მუშათა საპროტესტო დემონსტრაცია
  • გათავისუფლების თარიღი: 1921 წ.
  • გათავისუფლების მიზეზი: მძიმე ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს ციხიდან, გათავისუფლების შემდეგ დაუბრუნდა იატაკქვეშა საქმიანობას და "ჩეკას" მიერ დევნის გამო 17 ოქტომბრიდან გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაზე, გარდაიცვალა გულის უკმარისობით კონსპირაციულ ბინაში 1922 წლის 17 თებერვლის ღამის 11 საათზე. დილით გადაასვენეს საკუთარ ბინაზე, მეორე დღეს კი "ჩეკას" წარმომადგენლებმა ოჯახს მისი ცხედარი მოსტაცეს და გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაასაფლავეს.

  • წყაროები: საქართველოს დამფუძნებელთა კრება 1919

ბიოგრაფია