ჯინორიძე შალვა მელიტონის ძე (1915)
- დაბადების თარიღი: 1915 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, სენაკი, სოფ. ეკი
- ოჯახური მდგომარეობა: უცოლშვილო
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი.
- ბრალად ედება: რომ იყო სახელმწიფო უნივერსიტეტის არალეგალური კ/რ ორგანიზაციის წევრი, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავალებით პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩამოაყალიბა კ/რ ორგანიზაცია, იბირებდა ამ ორგანიზაციის რიგებში მოსწავლე- ახალგაზრდობას, გადაიბირა 15 ადამიანი, ეწეოდა აქტიურ კ/რ ძირგამომთხრელ საქმიანობას ახალგაზრდებს შორის კ/რ ფურცლების გავრცელების გზით. ცდილობდა, ჩაეშალა პედინსტიტუტის პროფკომის არჩევნები.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: აბაზოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან