ჯინჭარაძე ნოე ნესტორის ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, სოფ. ნაბეღლავი, საქართველო
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: უმაღლესი სპეციალური განათლებით.
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე იყო საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის პროფესორი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; პარტიის რიგებიდან გაირიცხა 1938 წელს დაპატიმრებისა და კ/რ საქმიანობის გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციისა. ეწეოდა აქტიურ ძირგამომთხრელ საქმიანობას და იყო სკკპ(ბ)-ს და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერაქტების მომზადების საქმის კურსში. კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციის ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ, ივანე ძაძამიძემ. თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ. მხილებულია ძაძამიძის, ჩიხლაძის, ცინცაძის, მათითაშვილის, ეფიმოვის და სხვათა ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ღარიბოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან