ჯიქია ვლადიმერ გაბრიელის ძე (1893)
- დაბადების თარიღი: 1893 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ქ. ზუგდიდი
- სქესი: კაცი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ხრამჰესის მშენებლობის მთავარი ინჟინერი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ყორღანოვის ქ. N 12
- პარტიულობა: ყოფილი ნაციონალ-უკლონისტი.სკკპ(ბ)-ს წევრი 1917 წლიდან
- ბრალად ედება: რომ იყო კონტრრევოლუციური ზინოვიევურ-ტროცკისტული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური ხელმძღვანელი. ორგანიზაციაში გადაიბირა ბესო ლომინაძემ. 1935 წელს ჯიქიამ დაამყარა ორგანიზაციული კავშირი კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ ტერორისტულ ცენტრთან. თავისი საქმიანობის მიზნად მან დაისახა საქართველოს გამოყოფა საბჭოთა სახელმწიფოსგან, ბურჟუაზიული რესპუბლიკის დაარსება უცხო კაპიტალისტური ქვეყნების პროტექტორატის ქვეშ.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია