ჯიშიაშვილი აკაკი მინას ძე (1904)
- დაბადების თარიღი: 1904 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: ინჟინერ-ეკონომისტის უმაღლესი განათლება.
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე მუშაობდა ეკონომისტად თბილისის ქიმკობინატში.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1929 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა 1938 წელს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1937 წლის მაისში გადაიბირესმემარჯვენეთა კ/რ მავნებლურ- ტერორისტულ, ორგანიზაციაში, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული შეიარაღებული აჯანყების გზით საბჭოთა ხელისუფლების დამხობა, ძირგამოთხრელი მავნებლური საქმიანობის წარმოება სახალხო მეურნეობაში, ტერორისტული აქტების განხორციელება სკკპ(ბ)-ს და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. ინფორმირებული იყო კ/რ ორგანიზაციის ბრძოლის მეთოდების და დავალებების შესახებ. თვითონ ა.მ. ჯიშიაშვილი ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას ქიმკობინატში. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კაჭარავა, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან