ჯიხ-ოღლი ჰამიდ მეჰმედის ძე (1904)
- დაბადების თარიღი: 1904 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი (აჭარელი)
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სპეაცილობით ინჟინერი; დაპატიმრებამდე - სოხუმჰესის მშენებლობის უფროსი
- ბრალად ედება: რომ 1) იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, მავნებლურ- დივერსიული, მეამბოხე ორგანიზაციისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნ. ლაკობა (იყო ჯიხ-ოღლის სიძე). 2) იყო აღნიშნული ორგანიზაციის წევრი და ნ. ლაკობას დავალებით ეწეოდა ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას სოხუმჰესის მშენებლობაზე, რის შედეგადაც მშენებლობის დამთავრება გაჭიანურდა 3-4 წლით, და გააძვირა 11, 5 მილიონი მანეთით; 3) კ/რ ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში ემზადებოდა საბჭოთა ხელისუფლების შეიარაღებული აჯანყების გზით დამხობისთვის. ბრალდებულმა თავი ცნო დამნაშავედ მხოლოდ ჰესზე მავნებლობაში. სხვა ბრალდებებს უარყოფს, თუმცა მხილებულ იქნა კ/რ ორგანიზაციის წევრების ჩვენებების საფუძველზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: მარტიროსოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან