ჯიჯიხია არტემ მურზაყანის ძე (1874)

  • დაბადების თარიღი: 1874 წ.
  • დაბადების ადგილი: ჩხოროწყუს რაიონი, სოფ. კირცხი, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: აზნაური
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ზუგდიდის პედაგოგიური ინსტიტუტის მასწავლებელი

  • დაპატიმრების თარიღი: 01/02/1938 წ.
  • ბრალად ედება: რომ გადაბირებულ იქნა გერმანული დაზვერვის მიერ და თავად იბირებდა ხალხს შპიონაჟისათვის. სამოქალაქო ომის დროს იბრძოდა წითელი არმიის ნაწილების წინააღმდეგ, მონაწილეობდა ჯალათურ ექსპედიციებში რევოლუციის ჩასახშობად საქართველოში და 1921 წელს დათანხმდა, ყოფილიყო მენშევიკური ამბოხების მეთაური საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო, გარდა აქტიური ბრძოლისა წითელი არმიის წინააღმდეგ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კოლესნიკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-6, 58-13

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მეფისა და მენშევიკური არმიის ყოფილი ოფიცერი; წოდება - გენერალი