ჯღამაძე ნინა სიმონის ასული (1893)

  • დაბადების თარიღი: 1893 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, სიღნაღი, სოფ. ანაგა
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: მუშა
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქ. სსრ ცაკ-თან არსებული ბავშვთა კომისიის ინსტრუქტორი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, გერცენის ქ. № 9
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1917 წლიდან 1936 წლის ჩათვლით, გარიცხულია კ/რ ტროცკისტული საქმიანობისათვის.

  • დაპატიმრების თარიღი: 09/03/1936 წ.
  • ბრალად ედება: (განაჩენიდან) რომ მსჯავრდებული ჯღამაძე იყო კ/რ ტროცკისტული ტერორისტული, იატაკქვეშეთის აქტიური ორგანიზაციის წევრი. იგი უთმობდა თავის ბინას ტროცკისტულ ორგანიზაციას არალეგალური შეკრებებისთვის, ორგანიზებას უწევდა გადასახლებული ტროცკისტებისთვის მატერიალური დახმარების შეგროვებას. მსჯავრდებული ჯღამაძე დაპატიმრების დღემდე არ წყვეტდა კ/რ საქმიანობას, ტროცკისტული შეხედულებების პროპაგანდას და ცილისმწამებლური მონაჭორის გავრცელებას საბჭოთა მთავრობისა და სკკპ (ბ) ხელმძღვანელობის შესახებ.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
  • მუხლი: 17-58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ნასამართლეობა: არ იყო ნასამართლევი. საქ. შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-8 განყ-ის 23/08-1937 წლის ბრძანების თანახმად, საგანგებო ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ, იგი 02.11-1937 წელს ეტაპირებულია სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს იაროსლავლის ციხის უფროსის განკარგულებაში.