მუდრი მიხეილ ანდრიას ძე (1891): განსხვავება გადახედვებს შორის

(სტალინური სიები საქართველოდან)
 
(განსხვავება არ არის)

მიმდინარე ცვლილება 17:21, 12 აგვისტო 2016 მდგომარეობით

  • დაბადების თარიღი: 1891 წ.
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 1935 წლამდე - ამიერკავკასიის (გაურკვევლადაა) კანტორის მმართველი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1917 წლიდან. მუდრი აქტიურად მონაწილეობდა 1918 წლის ბრძოლებში აზერბაიჯანში მუსავატელების წინააღმდეგ, როგორც წითელი გვარდიის რაზმის მეთაური და #3 ბრონირებული მატარებლის კომისარი. იყო წითელგვარდიელთა და წითელ პარტიზანთა საზოგადოების წევრი და ამ საზოგადოების საკავშირო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

  • ბრალად ედება: დაპატიმრებულია 1936 წლის 2 ივნისს. გასამართლებულია 1937 წლის 26 ივნისს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ, რომელმაც მიუსაჯა დახვრეტა, რადგან მან შექმნა კ/რ ტერორისტული ჯგუფი კიკნაძის, პირგულოვის, ალანიასა და სხვათა შემადგენლობით და ამზადებდა ტერაქტს ბერიას წინააღმდეგ. მუდრიმ წინასწარი გამოძიებისას და სასამართლოზე არ ცნო თავი დამნაშავედ კ/რ დანაშაულებანის ჩადენაში.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
  • მუხლი: 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან