გამსახურდია ზვიად კონსტანტინეს ძე (1939): განსხვავება გადახედვებს შორის

(ბიოგრაფია)
ხაზი 42: ხაზი 42:
 
1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.
 
1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.
  
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ).
+

15:12, 28 ოქტომბერი 2016-ის ვერსია

ზვიად გამსახურდია
  • დაბადების თარიღი: 31 მარტი 1939 წ.
  • სქესი: კაცი
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი
  • გარდაცვალების თარიღი : 31 დეკემბერი 1993 წ.
  • გარდაცვალების ადგილი: ველი ხიბულა, ხობის რაიონი
პატიმრობები
  • დაპატიმრების თარიღი: 14 დეკემბერი 1956 წ.
  • სხდომის თარიღი: 5 აპრილი 1957 წ.
  • მუხლი: 58
  • სასჯელის ზომა: 5 წელი პირობითი სასჯელი

  • აღკვეთის ღონისძიება: იძულებითი მკურნალობას
  • დაპატიმრების თარიღი: 1958 წ.
  • ბრალად ედება: კონტრევოლუციური ტერიტორიების გავრცელება
  • სასჯელის ზომა: 6 თვის იძულებითი მკურნალობას

  • დაპატიმრების თარიღი: 1977 წ.
  • ბრალად ედება: ანტისაბჭოთა პროპაგანდა
  • სხდომის თარიღი: 1978 წ.
  • სასჯელის ზომა: ბანიცია
  • დაპატიმრების ადგილი: დაღესტანი
  • გათავისუფლების თარიღი: 1979 წ.
  • გათავისუფლების მიზეზი: უპირობო შეწყალება

ბიოგრაფია

მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992).

1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს თბილისის ქუჩებში, რაც არნახული აქცია იყო მთელი სსრკ-ს მასშტაბით.

დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956, 1957 და 1977-1979 წლებში. 1976 წელს გამსახურდიას და კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი. ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე.