შტრეისი პეტრ გოტფრიდის ძე (1904)

  • დაბადების თარიღი: 1904 წ.
  • დაბადების ადგილი: ტამბოვის გუბერნია(ყოფილი), სოფ. კაზმაჩევკა, რუსეთი
  • ეროვნება: გერმანელი
  • სოციალური წარმომავლობა: კულაკი
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მე-10 რკინიგზის პოლკის შტაბის უფროსი; წოდება - უფროსი ლეიტენანტი
  • პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1929 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ამხ. ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2. 1935 წლიდან შედიოდა კ/რ სამხედრო- მავნებლურ რგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას; 3. ეწეოდა აქტიურ კ/რ მავნებლურ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო წითელი არმიის სამხედრო ძლიერების შესუსტებისაკენ. 4. 1934 წლიდან იყო გერმანიის დაზვერვის აგენტი, ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას ამ უკანასკნელის სასარგებლოდ და აწვდიდა მათ ჯაშუშური ხასიათის ცნობებს მე-10 რკინიგზის პოლკის შესახებ. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: სერიკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

კულაკის შვილი. თავად მანველოვის სამფლობელოს ყოფილი გამგებელი. წითელ არმიაში მსახურობდა 1926 წლიდან.