მუშეღიანი გურგენ სუმბათის ძე (1895)
- დაბადების თარიღი: 1895 წ.
- დაბადების ადგილი: სომხეთი, გიუმრი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: სომეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს შინსახკომის ავტოგარაჟის გამგე
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1921 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს.
- ბრალად ედება: რომ 1. ირიცხებოდა კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში და მისი დავალებით საქართველოს შინსახკომის ავტოგარაჟში ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას. 2. კ/რ ორგანიზაციის წევრს გადასცემდა ინფორმაციას შინსახკომის ორგანოების სრულიად საიდუმლო ღონისძიებების შესახებ. 3. კ/რ ორგანიზაციის დავალებით უნდა მოეწყო ტერაქტი საქ. შინსახკომის ხელმძღვანელის გოგლიძის მიმართ. 4. 1927 წ. იმყოფებოდა სკკპ (ბ)-ს რიგებში დამალულ კ/რ ტროცკისტად. თავი ცნო დამნაშავედ, მაგრამ შემდგომში უარყო მიღებული დავალება ტერაქტის შესახებ. ტერორისტულ მოქმედებებში მხილებულია კ/რ ორგანიზაციის წევრის შალვა ჯაყელის მიერ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: მირზოევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ა, 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მსახურობდა საზღვარგარეთ სასამართლოებში, ჰყავს საზღვარგარეთ ახლო ნათესავები. მისი ცოლი - ვ. გ. ხეჩუმიანი 1937 წ. გაასამართლა სამხედრო კოლეგიამ სასჯელის უმაღლესი ფორმით.