ებრალიძე ილია შერმანდის ძე (1886)
- დაბადების თარიღი: 1886 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ლანჩხუთი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - მონკავშირის საბჭოთა მეურნეობის მომარაგების განყოფილების გამგე.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი, 1926 გაირიცხა სკკპ(ბ) რიგებიდან, როგორც უცხო ელემენტი.
- ბრალად ედება: რომ საქართველოში ჩამოსვლისას დაუკავშირდა მენშევიკური მთავრობის სამხედრო სამინისტორს, კერძოდ, მინისტრებს, რამიშვილს და ლორთქიფანიძეს. სამხედრო მინისტრის ამხანაგმა გედევანოვმა მიავლინა ბათუმში სამხედრო ატაშედ საქართველოს საკონსულოში და იქ ასრულებდა სამინისტროს აგენტურულ დავალებებს. სურსათ-სანოვაგის შემსყიდველის თანამდებობას ამოფარებული ი. ებრალიძე მივლინებული იყო ზაქათალაში, სადაც, როგორც კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი, ასრულებდა სამინისტროს დავალებებს ზაქათალის ოლქის საქართველოსთან შესაერთებლად და აპირებდა წითელი არმიის შემტევი ნაწილებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. იმავდროულად კავშირი ჰქონდა კ/რ ორგანიზაციებთან საქართველოში. რევოლუციის შემდგომ საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა საბჭოთა სამსახურში, ახლო ურთიერთობები ჰქონდა ხალხის მონკავშირის საბჭოთა მეურნეობის მომარაგების განყოფილების გამგედ მუშაობის დროს ანიავებდა სახელმწიფო სახსრებს, ამარაგებდა მათ პროდუქტებით და აწყობდა ღრეობებს. თავი დამნაშავედ არ ცნო. მხილებულია გედევანოვის, ქავთარაძის, შნეიდერის, ანანიევისა და დარჩიას ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მტრებთან: კვირკველიასთან, ბუდუ მდივანთან, მგალობლიშვილთან, მოდებაძესთან