ჭკუასელი იასონ ისიდორეს ძე (1892)
- დაბადების თარიღი: 1892 წ.
- დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, სოფ. მამულარი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში 1921-დან; 1932 წლამდე პოლიტ სამუშაოზე. დაპატიმრებამდე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი
- პარტიულობა: სკპ(ბ) წევრი 1918 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს აღნიშნული საქმის გამო.
- ბრალად ედება: რომ 1929 წელს გახდა წევრი არალეგალური, სამხედრო, კონტრრევოლუციური, ტროცკისტული, მემარჯვენე, ჯაშუშური, მავნებლური, ტერორისტული ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას, საქართველოს გამოყოფას საბჭოთა კავშირიდან და საქართველოს ე.წ. „დამოუკიდებელი“ ბურჟუაზიულ-დენოკრატიული სახელმწიფოს შექმნას, ერთ-ერთი უცხო ფაშისტური სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ. როგორც წევრი აღნიშნული ორგანიზაციისა, ეწეოდა აქტიურ კონტრრევოლუციურ, ტროცკისტულ საქმიანობას, მჭიდროდ იყო დაკავშირებული კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული ორგანიზაციის წევრებთან, იღებდა მონაწილეობას არალეგალურ კონტრრევოლუციურ-ტროცკისტულ შეკრებებში, იბირებდა ახალ წევრებს კონტრრევოლუციურ არალეგალურ ორგანიზაციაში. მხილებულია ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ბლუაშვილის, გიორგი ალექსანდრეს ძე კვირაიას ჩვენებების საფუძველზე. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, წევრების გადაბირების გამოკლებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან