ხორომანსკი ევტიხი ივანეს ძე (1880)

  • დაბადების თარიღი: 1880 წ.
  • დაბადების ადგილი: ოზურგეთის (მახარაძე) რაიონი, სოფ. ჭანიეთი, საქართველო
  • ეროვნება: პოლონელი
  • სოციალური წარმომავლობა: აზნაური
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - წითელი ნახევარმთვარის კომიტეტის იურისკონსულტი. ადრე -აჭარკოოპკავშირის იურისკონსულტი; ვექილთა კოლეგიის წევრი.
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბათუმი, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ, ცხაკაიას ქ. # 45
  • პარტიულობა: უპარტიო

  • დაპატიმრების თარიღი: 04/23/1938 წ.
  • მუხლი: 58-6, 58-10

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

წარსულში: ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი. განმეორებით დააპატიმრეს 08.12-1941 წ. ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით, საქ.სსრ შინსახკომის საგანგებო სათათბიროს 09.01 1943 წლის დადგენილებით, საქ.სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-10, ნაწ.1 მუხლით, მიესაჯა 7 წლით თ/ა შრომა-გასწორების ბანაკებში. 21.02-1943 წელს გაგზავნეს შინსახკომის ტემლაგერში. რეაბილიტაცია: აჭარის ასსრ უშიშროების სამმართველოს პრეზიდიუმის 09.01-1956 წლის დადგენილებით, საქ.სსრ შინსახკომის საგანგებო სათათბიროს დადგენილება გაუქმებულია და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.