შენგელია ვარლამ ნიკოლოზის ძე (1896)

  • დაბადების თარიღი: 1896 წ.
  • სახელის ვერსიები: შენგელია ვალიკო ნიკოლოზის ძე
  • დაბადების ადგილი: სამტრედიის რაიონი, სოფ. კულაში, საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: გამყიდველი
  • საცხოვრებელი ადგილი: სამტრედიის რაიონი, დაბა კულაში, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი

  • დაპატიმრების თარიღი: 07/11/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ იყო კ/რ არალეგალური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ი. სტურუა, აგრეთვე იყო ტროცკისტულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომლის ხელმძღვანელიც იყო ნესტორ გეგია. ეწეოდა ა/ს და კ/რ აგიტაციას და მავნებლურ საქმიანობას, ცილს სწამებდა პარტიას და მთავრობას.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ნადარაია, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ნათესავებს აცნობეს, რომ გარდაიცვალა 06/11-1942 წელს ღვიძლის ანთებით. სიკვდილი რეგისტრირებულია სამტრედიის რაიონის მმაჩის ბიუროში 25/11- 1958 წელს.