გუდავაძე გრიგოლ გიორგის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე, აფხაზეთი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით სამთო ინჟინერი. დაპატიმრებამდე - საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის სამთო მადნის სამმართველოს ხელმძღვანელი
- პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი; პარტიიდან გარიცხეს კ/რ მავნებლობისათვის.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი და ხელმძღვანელი, რომელიც მიზნად ისახავდა შეიარაღებული აჯანყების გზით საბჭოთა ხელისუფლების დამხობას. 2. კ/რ ორგანიზაციის დავალებით ტყვარჩელის ქვანახშირის მაღაროში ეწეოდა თანამშრომლების კ/რ გადაბირებას და ხელმძღვანელობდა გადაბირებით მავნებლურ საქმიანობას. 3. იყო ტყვარჩელის მაღაროს უფროსი და პირადად ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას, იწვევდა ავარიებს, მწყობრიდან გამოჰყავდა მექანიზმები და მაღაროს მოწყობილობები, ჩაშალა ნახშირის მოპოვების გეგმა.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: ბაბალოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან