თუხარელი გიორგი ალექსანდრეს ძე (1891)
- დაბადების თარიღი: 1891 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, გორი რაიონი
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, საქართველოს სსრ, სასამართლოს ქუჩა № 33
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი
- ბრალად ედება: კონტრრევოლუციური, ტროცკისტული ორგანიზაციის წევრობა. დაპატიმრებულია 17.04-1937 წელს შინსახკომის მიერ. გამოძიების დასაწყისში თუხარელი წაყენებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ 1937 წლის 18 ივნისის საკუთარი ხელით დაწერილ ჩვენებაში მიუთითებს, რომ 1935 წელს ლ. აღნიაშვილმა შეატყობინა მას ქ. მოსკოვში სამხედრო-ტერორისტული ცენტრის და თბილისში ამ კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ფილიალის არსებობის შესახებ, რომელშიც შედიოდნენ პეტრე აღნიაშვილი, ბუდუ მდივანი და, სავარაუდოდ, აკირტავა. 1937 წლის 4 ივლისის დაკითხვაზე თუხარელმა მისცა ჩვენება, რომ ხსენებულ კონტრრევოლუციურ სამხედრო ცენტრში იგი გადაიბირა პ. აღნიაშვილმა 1934 წელს და ამ უკანასკნელისგან გაიგო, რომ მასში შედიოდნენ თენგიზ ჟღენტი, ვლადიმერ ჯიქია, შალვა მათიკაშვილი, ხოლო იდეური ხელმძღვანელი იყო ბუდუ მდივანი. თუხარელის შემდგომი ჩვენებებით ამ ორგანიზაციაში ასევე შედიოდნენ გიორგი ქუთათელაძე, ა. მოსიძე და ნ. გედევანოვი. მათ აგრეთვე მიზნად ჰქონდათ დასახული, რომ გადაებირებინათ კევლიშვილი და აღლაძე. თუხარელმა ხსენებული კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრებად დაასახელა რიგი სამხედრო მოსამსახურეებისა, რის შესახებაც მისთვის ცნობილი გახდა ქუთათელაძის კომენდანტი შავდია. 05.07-1937 წლის დაკითხვაზე თუხარელმა დაასახელა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჩრდილო კავკასიის ინჟინრები ხაჩატურიანი, ჯაფაროვი და რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლები ლევანდოვსკი და იარცევი მავნებლური საქმიანობით ხელს უშლიდნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო აღმშენებლობას.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია
- მუხლი: 58-1-ა, 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
სიტყვებიდან, კერძოდ: ანთელავა, მამია ახვლედიანი, ადამიძე და თბილისის. ნათესავებს აცნობეს გ. ა.თუხარელის გარდაცვალების შესახებ, საქ.სსრ შსს 1-ლი с.о . вх 399134, 12.12-1946 წლის შეტყობინებით. ამხ. ფ.ტ. თუხარელს აცნობეს, რომ მისი ქმარი გარდაიცვალა სასჯელის მოხდისას 12.07-1937 წ. რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 09.02-1957 წლის განჩინებით 12.07-1937 წლის საქმე შეწყდეს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო 12.02-1957 წ.