ჭეიშვილი შალვა ელისეს ძე (1899)

  • დაბადების თარიღი: 1899 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ადიგენის რაიონი, დაბა აბასთუმანი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: დაამთავრა პრაპორშჩიკების სკოლა მე-2 თანრიგით.
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილისის სამხედრო სასწავლებლის მასწავლებელი; წოდება - კაპიტანი.
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიისა და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. 2. 1936 წლიდან დაპატიმრებამდე იყო თბილისის სამხედრო სასწავლებლში არსებული კ/რ სამხედრო ორგანიზაციის წევრი. 3. ჭეიშვილი სასწავლებელში ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას, ამუშავებდა სამხედრო მოსამსახურეებს მათი კ/რ ორგანიზაციაში ჩათრევისა და სამხედრო მომზადების პროცესში მავნებლობის განხორციელების მიზნით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-б, 58-8, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მეფის რუსეთის არმიაში მსახურობის დროს დაამთავრა პრაპორშჩიკების სკოლა მეორე თადარიგით. მსახურობდა ფელდეფებელად მენშევიკურ არმიაში.