ვაინშტეინი ისააკ რუბენის ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, აღბულახი, (თეთრიწყარო), დაბა მანგლისი
- ეროვნება: ებრაელი
- სოციალური წარმომავლობა: მეშჩანი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით ექიმი. დაპატიმრებამდე - ძერჟინსკის საგზაო სანატორიუმის განყოფილების უფროსი. წარსულში ბაქოს რკინიგზის დისპანსერის ხელმძღვანელი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა სხვა ტერორისტულ აქტებს. ბაქოს რკინიგზის დისპანსერის ხელმძღვანელად ყოფნის დროს როზენცვეიგისა და სხვათა დავალებით მავნებლობდა საგზაო სანატორიუმში, ამზადებდა კ/რ ორგანიზაციას და ახორციელებდა ბაქტერიოლოგიურ დივერსიას ტრანსპორტზე. დააპატიმრეს 22/1/1938 წელს.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ხეჩუმოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან