მხეიძე პეტრე მეთოდეს ძე (1897)

  • დაბადების თარიღი: 1897 წ.
  • დაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი, სოფ. ქვემო კრიხი, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს სსრ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი; წოდება - სახელმწიფო უშიშროების მაიორი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1918 წლიდან. გარიცხულია მოცემული საქმის გამო.

  • დაპატიმრების თარიღი: 07/07/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ კონტრრევოლუციური შეთქმულებისა, რომლის მიზანიც იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია; 2) არალეგალური საქმიანობით დაკავშირებული იყო საქართველოში კონტრრევოლუციური შეთქმულების ხელმძღვანელსა და ორგანიზატორთან, ტიტე ლორთქიფანიძესთან, აგრეთვე შინსახკომის აპარატში გამოაშკარავებული შეთქმულების მონაწილეებთან, კერძოდ, ტერორისტული გაჯგუფების ხელმძღვანელ ძიძიგურთან და ამ შეთქმულების სხვა მონაწილეებთან; 2) უშუალოდ იღებდა მონაწილეობას სკკპ (ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიმართული ტერაქტების მომზადებაში; 3) კონტრრევოლუციური ტერორისტული საქმიანობით ასევე დაკავშირებული იყო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელ მგალობლიშვილთან, იღებდა აქტიურ მონაწილეობას კონტრრევოლუციური ორგანიზაციის იარაღით მომარაგებაში; 4) საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ-დაზვერვით საქმიანობას ერთ-ერთი უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ, რომელსაც სისტემატურად ამარაგებდა სრულიად საიდუმლო მასალებით და ამ მიზნით თავის ბინაში ინახავდა ჩეკისტური ოპერატიული საქმიანობის სრულიად საიდუმლო დოკუმენტებს; 6) 1923 წელს შეუერთდა ქართველ ნაციონალ-უკლონისტებს, შემდეგ კონტრრევოლუციონერ ტროცკისტებს და ამ საქმიანობის წყალობით დაუახლოვდა ამ უკანასკნელთა ხელმძღვანელს, კოტე ცინცაძეს, აქტიურ მოღვაწეს ვიქტორ ცინცაძეს, კალენიკე იაშვილს და სხვებს. თავი დამნაშავედ არ ცნო. მხილებულია ლორთქიფანიძის, ძიძიგურის, ხითაროვის,მგალობლიშვილის და სხვათა ჩვენებებით. 6) 1923 წელს მიემხრო ქართულ ნაციონალ-უკლონისტებს, ხოლო მოგვიანებით - კ/რ ტროცკისტებს.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: გულსტი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
  • მუხლი: 58-6, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

სამხედრო პროკურატურამ 10/03-1959 წ. არ დააკმაყოფილა გ. ბ. მხეიძის ვაჟის საჩივარი, რომელიც შუამდგომლობდა თავისი მამის, პ. მ. მხეიძის რეაბილიტაციისათვის.