ქარცივაძე ნიკოლოზ იოთამის ძე (1884)
- დაბადების თარიღი: 1884 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ოზურგეთი, ს. გოგიეთი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: იურიდიული განათლებით; დაპატიმრების მომენტში მუშაობდა საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის საგეგმო სექტორის უფროს ეკონომისტად.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, გაბაშვილის ქ. N 6
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 01/11/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო საქართველოს მენშევიკური პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი და ხელმძღვანელი. საქართველოს გასაბჭოების წლებში აწარმოებდა აქტიურ ბრძოლას, იყო პარიტეტული კომიტეტის წევრი, მონაწილეობდა შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში. ქარცივაძე იყო კონტრრევოლუციური მავნებლური ორგანიზაციის წევრი საქართველოს მეაბრეშუმეობაში, ახორციელებდა მავნებლურ საქმიანობას. მხილებულია კონტრრევოლუციური ორგანიზაციის დაპატიმრებული წევრების, შ. ა. ცქიტიშვილის, ნ. ა. ჭიჭინაძის, ვ. ა. ნიჟარაძის და შ. რ. ხუნდაძის ჩვენებებით, რომ მას ჰქონდა ახლო კავშირი აქტიურ ტროცკისტებთან - ბ. მდივანთან, ვ. მდივანთან და სხვებთან. სსრკ უზენაესი სასამართლოს სპეციალური სესიის 09.07-1937 წლის განაჩენით მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.
- გამსამართლებელი ორგანო: საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სპეც. სესია, მონაწილეობდნენ: ისაკაძე, ტატუზოვი, ჩხეტიანი, ჯაფარიძე
- მუხლი: 58-2, 58-5, 58-6, 58-7, 58-8, 58-9, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
წარსულში: მენშევიკების პარტიის წევრი. რსდმპ (ბ) წევრი 1904 წლიდან 1917 წლამდე, 1918 წლიდან 1925 წლამდე იყო მენშევიკური პარტიის წევრი და 1925 წლიდან -უპარტიო. რეაბილიტაცია: 15.12.1958 რეაბილიტირებულია.