რაჭველიშვილი ქრისტეფორე ლუკას ძე (1891)

  • დაბადების თარიღი: 1891 წ.
  • დაბადების ადგილი: სოფ. სხვავა, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს ტელეგრაფის სააგენტოს სტილისტი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • დაპატიმრების თარიღი: 07/16/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ იყო სოციალ-ფედერალისტთა არალეგალური კ/რ ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის მთავარი კომიტეტის წევრი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში და მავნებლურ- დივერსიულ საქმიანობაში.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: ი. ურუშაძე, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი 1913 წლიდან. რეაბილიტაცია: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1956 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით რეაბილიტირებულია.