ბასილია აკაკი სამუელის ძე (1895)

  • დაბადების თარიღი: 1895 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ჩოხატაურის რაიონი, სოფ. ინტაბუეთი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქ. 189-ე მსრ. პოლკის მეთაური; წოდება - მაიორი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, რუსთაველის გამზ. # 9
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრობის კანდიდატი; პარტიიდან გაირიცხა 1937 წელს მუშაობის ჩაშლის გამო.

  • ბრალად ედება: რომ იყო საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მასშტაბით კ/რ სამხედრო ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირში საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას. როგორც კ/რ-ად განწყობილი პიროვნება, ეწეოდა კ/რ აგიტაციას.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ცუცქირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მეფისა და მენშევიკების არმიის ყოფილი ოფიცერი; ბოლო წოდება - კაპიტანი. საქმე გადაეცა შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს, 09/01/1938 წლის გადაწყვეტილებით მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეტაპირებულია 1938 წლის 2 ივლისს ბელომორ-ბალტიის შრომა-გასწორების ბანაკში, სადგურზე „მედვეჟაია გორა“. რეაბილიტაცია: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1955 წლის 29 ნოემბრის №1034/н განჩინებით საქმე შეწყვეტილია მასში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.