პარაკაშვილი ირაკლი დავითის ძე (1889)

  • დაბადების თარიღი: 1889 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით აგრონომი; დაპატიმრებამდე მუშაობდა აგრონომად საქართველოს ცეკავშირში.
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ველიამინოვის ქ. # 14, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: უპარტიო

  • დაპატიმრების თარიღი: 06/21/1937 წ.
  • ბრალად ედება: ი.დ. პარაკაშვილის დაპატიმრების საფუძველი გახდა სხვა საქმეებზე დაკავებული შ.ს. მათიკაშვილის და ს.ი.კუხალეიშვილის ჩვენებები იმის შესახებ, რომ ფარაქაშვილი იყო კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი და ატარებდა მავნებლურ საქმიანობას. დახურულ სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო და დაადასტურა წინასწარი გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებები.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
  • მუხლი: 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ნათესავებს ეცნობათ, რომ გარდაიცვალა სსრკ შინსახკომის შრომა- გასწორებით ბანაკში 14.07-1946 წელს, გულის მოქმედების დაქვეითების გამო. რეაბილიტაცია: სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 19.05-1956 წლის განჩინებით, საქ.სსრ შინსახკომის სამეულის 12.09-1937 წლის განაჩენი გაუქმდეს და საქმე შეწყდეს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.