მაჭავარიანი ვლადიმერ ივანეს ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: სამტრედია, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - "უდაბნოს" მეცხვარეობის საბჭოთა მეურნეობის ზოოტექნიკოსი.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, საქართველოს სსრ, ათენის ქ. #15
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 08/19/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ 1936 წელს გადაიბირა კ/რ ტერორისტულ მეამბოხე ორგანიზაციაში აწ დახვრეტილმა კ/რ ტროცკისტმა კონსტანტინე აბაშიძემ. იყო წევრი კ/რ ტერორისტული მეამბოხე ორგანიზაციისა და ამ უკანასკნელის დავალებით, მაჭავარიანი სარგებლობდა ავტორიტეტით არასასურველ ელემენტებთან, ა/ს განწყობილ მეცხვარეებთან და მწყემსებთან, გადაბირების გზით კ/რ მეამბოხე ორგანიზაციის წევრებისაგან ქმნიდა საკუთარ სამხედრო შენაერთებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ სამხედრო ამბოხებას საბჭოთა კავშირში სიტუაციის გაუარესების დროს.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მირზოევი, მონაწილეობდნენ: რაფავა, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-3, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან