ქებაძე ალექსანდრე სპირიდონის ძე (1891)
- დაბადების თარიღი: 1891 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ჭიათურა
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: კასპის ცემენტის ქარხნის დირექტორი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, წერეთლის ქ. N 3/5
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი
- დაპატიმრების თარიღი: 04/03/1937 წ.
- ბრალად ედება: დანაშაულის ხასიათი - კონტრრევოლუციური ტროცკისტული საქმიანობა. სასამართლო სხდომაზე ქებაძემ ბრალი აღიარა და თავისი ჩვენებები სრულად დაადასტურა. წინასწარი გამოძიების მსვლელობისას ქებაძემ მისცა ჩვენება, რომ კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ ორგანიზაციაში იგი ჩაითრია ბუდუ მდივანმა 1934 წელს, ქ. მოსკოვში მათი ერთობლივი სამსახურეობრივი მივლინების დროს. მან მდივანისგან გაიგო საქართველოში კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის და მისი ცენტრის არსებობის შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მალაქია ტოროშელიძე, შალვა ლორთქიფანიძე, ბესარიონ კვირკველია, პაპულია ორჯონიკიძე და ნიკო კიკნაძე. ქებაძემ მისცა ჩვენება, რომ ბუდუ მდივნის დავალებით მავნებლური საქმიანობის განსახორციელებლად იგი დაუკავშირდა „კავშირცემენტის“ მმართველ ლუკაშინს და ცემენტის ქარხანაში ახორციელებდა მავნებლურ საქმიანობას.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 58-8, 58-9, 58-10, 58-11, 58-1-а
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 19.07-1957 წლის