ნანიტაშვილი ნიკოლოზ ნოშრევანის ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ხარაგაული, სოფ. ბაზარეთი
- სოციალური წარმომავლობა: მუშა
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 203-ე სატანკო ბატალიონის ყოფილი ინსტრუქტორ- პროპაგანდისტი, წოდება - პოლიტხელი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; გარიცხეს 1937 წელს კონტრრევოლუციური ტროცკიზმისათვის.
- ბრალად ედება: 1. იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1938 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. 1931 წლიდან გახდა წევრი კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა არსებული წყობის დანგრევას და კაპიტალიზმის რესტავრაციას. 3. ეწეოდა მავნებლობას სოფლის მეურნეობასა და კოლმეურნეობის მშენებლობაში და მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობის სფეროში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ფილატოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან