ლაღიძე ივანე ვასილის ძე (1900)
- დაბადების თარიღი: 1900 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, საგარეჯო, სოფ. ხაშმი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით მსახიობი. დაპატიმრების მომენტში უმუშევარი, მანამდე - შოთა რუსთაველის სახ. თეატრის მსახიობი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ბესიკის ქ. №5
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 09/23/1936 წ.
- ბრალად ედება: გადის ა.ვ. ახმეტელის საქმეზე. დანაშაულის ხასიათი - კონტრრევოლუციური საქმიანობა ჯაშუშურ ორგანიზაციაში. მოთავსებულია შინსახკომის შიდა იზოლატორში.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 58-6, 58-8, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ამხ. კ.ლაღიძეს აცნობეს, რომ მისი ქმარი გარდაიცვალა სასჯელის მოხდისას, 14.11-1942 წ. რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 11.02-1956 წ. განჩინებით 28.06-1937 წ. ბრალდება გაუქმდა და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.