კომპანეეცი იონა მოსეს ძე (1886)
- დაბადების თარიღი: 1886 წ.
- დაბადების ადგილი: ოდესის ოლქი, ქ. აკერმანი, უკრაინა (ამჟამად - ბელგოროდ დნესტროვსკი)
- ეროვნება: ებრაელი
- განათლება: არასრული საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: `აფხაზთამბაქოს~ მმართველის მოადგილე
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. სოხუმი, საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ, კარლ ლიბკნეხტის ქ. #37
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 08/24/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო "აფხაზეთის თამბაქოს" დირექტორის მოადგილე და შედიოდა კ/რ მავნებლურ ორგანიზაციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხალხის მტერი ნ.ლაკობა. "აფხაზეთის თამბაქოს" ყოფილი მმართველის მ.ლაკობას დავალებით, კომპანეეცის მავნებლური ქმედების შედეგად საწყობებში მასობრივად გაფუჭდა 10.000 კილომდე თამბაქო, რომელმაც შეადგინა 200 000 მანეთის ზარალი.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: პეტროსიანი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ა, 58-7, 58-10, 28-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
საქ.სსრ შინსახკომის სამეულის 13/03-1938 წლის გადაწყვეტილებით მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა. რეაბილიტაცია: აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი სასამართლოს 28/06/1960 წლის დადგენილებით შინსახკომის სამეულის 13/03-1938 წლის განაჩენი შეიცვალოს და საქმის წარმოება შეწყდეს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.