კაზარიანი ლეონ გეგამის ძე (1903)
- დაბადების თარიღი: 1903 წ.
- დაბადების ადგილი: ერევანის რაიონი, სოფ. ყარაბულახი, სომხეთი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: მუშა
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე იყო - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ვაჭრობის ლიმონათის ქარხნის დირექტორი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრობის კანდიდატი; გაირიცხა 1937 წელს ხალხის მტრებთან კ/რ კავშირის გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის ავაზაკური მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს სკკპ(ბ)-ს და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 1937 წლიდან შედიოდა კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობასა და კაპიტალიზმის რესტავრაციას; ეწეოდა მავნებლობას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ვაჭრობის ლიმონათის ქარხანაში და შოულობდა თანხებს კ/რ ორგანიზაციის მიზნებისთვის. თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ფილატოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან