გოგეშვილი შალვა სილიბისტროს ძე (1893)
- დაბადების თარიღი: 1893 წ.
- დაბადების ადგილი: ოზურგეთის (მახარაძე) რაიონი, სოფ. ჩხობი, საქართველო
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ყოფილი თანამშრომელი; წოდება - სახელმწიფო უშიშროების ლეიტენანტი. შინსახკომის პენსიონერი; იყო შინსახკომის სპეცაღრიცხვაზე.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ.თბილისი, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1919 წლიდან; პარტიიდან გაირიცხეს 1937 წლის ნოემბერში კ/რ მავნებლური სამუშაოსათვის.
- ბრალად ედება: რომ წითელი ჭების მანქანა-ტრაქტორთა სადგურის დირექტორად ყოფნის დროს იყო წევრი მემარჯვენე კონტრრევოლუციური ორგანიზაციისა სიღნაღის რაიონში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ხალხის მტრები წითლიძე და ალავერდაშვილი. მათგან ღებულობდა კონტრრევოლუციურ მავნებლურ დავალებებს სოფლის მეურნეობის ხაზით. ბრალდებული გოგეშვილი მათ პირნათლად ატარებდა ცხოვრებაში, რითაც აყენებდა დიდ მატერიალურ ზიანს და ქმნიდა უკმაყოფილებას მანქანა-ტრაქტორთა სადგურის თანამშრომლებსა და კოლმეურნეებს შორის. თავისმა ხალხის მტერმა ძმამ, საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის კომიტეტის მდივანმა ვლადიმერ გოგეშვილმა და ყოფილმა მიწათმოქმედების სახალხო კომისარმა ბერიძემ, რომელიც შემდეგ "სამტრესტის" მმართველი გახდა, გადაიყვანეს "სამტრესტში" სამუშაოდ კონტრრევოლუციური მიზნებისათვის. ბრალდებულმა გოგეშვილმა თავი დამნაშავედ არ ცნო. მხილებულ იქნა წითლიძის, ჩოჩუას, ბერიძის, ბროძელის, ფეიქრიშვილის, გურგენიძის და ლობკოვის მიერ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კვიცარიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან