გლებოვი ეფიმ გიორგის ძე (1905)
- დაბადების თარიღი: 1905 წ.
- დაბადების ადგილი: რუსეთი, ვორონეჟის გუბერნია,სოფ. იასენკი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: საშუალო გლეხი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე მუშაობდა ტრესტ “ტყვარჩელნახშირის” საბადოს მაღაროს მე-5 უბნის უფროსის თანაშემწედ.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ, ოჩამჩირის რაიონი,აკვასკია
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს ყოფილი წევრი, 1934 წელს გარიცხულია სკკპ(ბ) რიგებიდან პარტიული დისციპლინის დარღვევის გამო.
- დაპატიმრების თარიღი: 06/18/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ 1) იყო კონტრრევოლუციური ზინოვიევურ-ტროცკისტული, ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12-1934 წ. განახორციელა ამხ. კიროვის მხეცური მკვლელობა და რომელიც შემდგომშიც, 1934-1937 წლებში, ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ (ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ; 2) შედიოდა ტყვარჩელის ქვანახშირის მადნის მაღაროებზე არსებულ კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ მავნებლურ დაჯგუფებაში. მაღაროს მუშებს შორის სისტემატურად ატარებდა კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ პროპაგანდას, ავრცელებდა ცილისმწამებლურ განცხადებებს სკკპ (ბ) და საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ; 3) დაკავშირებული იყო მავნებელ ინჟინერ ვ.ლ. საბანსკისთან და მისი დავალებით ქვანახშირის მაღაროში ატარებდა კონტრრევოლუციურ მავნებლურ საქმიანობას. კონტრრევოლუციონერი მავნებლის, უბნის უფროსის, ინჟინერ გურულის დავალებით გეგმავდა შახტის აფეთქებას.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: გამოძიებას აწარმოებდა ბაბალოვი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან